High hopes


ოკეანეს გავს შენი თვალები, ვეთაყვანები მაგ თვალთა სიღმეს, გაზაფხულდება შენი დანახვით, სული ზეცაში იკეთებს კიბეს...ყველგან იცვლება ქვეყნად ამინდი, მე კი შენ მიცვლი გარემო დროებს, მაგრამ გეძებო სად აღარ ვიცი, თავს ვეღარ ვაღწევ მოვარდნილ შტორმებს... მინდა შევასხა ფრთები ჩემს სიტყვებს, ჩემი გრძნობების გავხდე აღმწერი, შენი თვალების ოკეანედან, ვიყო აფრების ქარი გამწევი...ვიქნები მშვიდი სამყაროს მგზავრი, ჩემს ოცნებებს თუ შევასხი ხორცი, შენი თვალები ჩაყვება სტრიქონს, მე კი ფიქრებში შენ თითებს ვკოცნი...ყოველდღე ბრძოლა გრძელდება შენთვის, ვეღარ ვამშვიდებ გულს და გონებას, შენ გაანათებ ამ ბნელ სამყაროს, შენ სულს შთაბერავ ყველა ოცნებას...ვერ დავნებებ შენ თავს ვერავის, მინდა სიცოცხლის შენახვა შენთვის, გთხოვ რომ დაბრუნდე ვარდის კვირტებში, გახდე ყველაფრის მიზეზი ჩემთვის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი