სევდა
ბოლოჯერ მინდა დაგწერო ლექსათ, მოგხატო უფლის ნაკურთხი კალმით, თავს დაგანებებ დავრჩები კენტად, ვიცხოვრებ შორს და წარსულის დარდით...მინდა შევასხა ფრთები ჩემს სიტყვებს, ჩემი გრძნობების გავხდე აღმწერი, შენი თვალების ოკეანედან, ვიყო აფრების ქარი გამწევი...ვიქნები მშვიდი სამყაროს მგზავრი, ჩემს ოცნებებს თუ შევასხი ხორცი, შენი თვალები ჩაყვება სტრიქონს, როცა ფიქრებში შენ თითებს ვკოცნი...ყოველდღე ბრძოლა გრძელდება შენით, ვეღარ ვამშვიდებ გულს და გონებას, შენ გაანათებ ამ ბნელ სამყაროს, და სულს შთაბერავ ჩემს მკვდარ ოცნებას...ბოლოჯერ რადგან ვნებდები ახლა, მინდა სიცოცხლის შენახვა შენთვის, იქნებ დაბრუნდე ვარდების სუნთქვათ, გახდე ყველაფრის მიზეზი ჩემთვის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი