შენ უნდა ზღვისფერ ღრუბლებზე იწვე..


შენ უნდა ზღვისფერ ღრუბლებზე იწვე, სიო ატოკდეს შენს ელვარებას, სხივებს სიცოცხლის ფერები მისცე, ჩემს სულს სიმაღლე და მღელვარება...შენ უნდა მეტად ანათო ყველგან, შენი თვალები ბეწვია ხიდზე, როგორ მიზიდავს ოჰ ღმერთო ჩემო, მაგ უსასრულო წამწამთა სიგრძე...შენ უნდა ზღვისფერ ღრუბლებზე იწვე, მე უნდა ვლოცო გამჩენი ღმერთი, რომ შემიძლია ასე მიყვარდე, მილიონიდან მხოლოდ შენ ერთი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი