გაზაფხული


ცრემლი მოწყდება სიჩუმეში თვალებს დაღალულს, ცა ნისლისფერი მწუხარებით შეიმოსება, სუნთქავს სამყაროს უფლის ძალით, უფლის ქადაგით, თუმც გაზაფხული ისე აღარ გაიფოთლება...! რადგან თვითონ ხარ შენ გაზაფხული, შენს სურნელებას ვერაფერს ვადრი, სამწუხაროა შენ არსად ჩანხარ, შეუვსევებელი ადგილი დარჩი... ცრემლი მოწყდება თვალებს დაღალულს, მზე მწუხარებით შეიტორტნება, გაზაფხულს მოაქვს შენი სურნელი, ცა სიყვარულით შეიმოსება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი