ქაღალდის გემი
დრო ვერ ამთელებს გაჩენილ ბზარებს, მე მხოლოდ შენით ცხოვრება ვიცი, სული გავცდება დაბინდულ მხარეს, ოთახში მკვდარი სხეულით გიცდი...ფიქრი სივრცეში გაფრენას ითხოვს, ისევ გავცდები სამყაროს შენით, მოვდივარ გზაში მაცილებს მთვარე, ტალღებს მოვაპობ ქაღალდის გემით...ყველგან ვიგრძენი შენი სიმწირე, მოგძებნი მრჩება უფლის იმედი, დრო ვერ განკურნავს გაჩენილ ბზარებს, ძნელია როცა ამას მიხვდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი