I believe
მე შენ გაგითბობ გათოშილ ხელებს, იასამნები მოიწყენს როცა, შენს ნაკვალევებს ავედევნები, დაგეძებ წამით არ მინდა მოცდა...მარტოსულ ვარდებს დაგიკრეფ გზაში, თუნდაც რომ ყველა ფეხქვეშ გათელო, მინდა მოგძებნო და ამ ზღაპარში, სულში სიცოცხლის ლოცვად გაგრძელო...დაკარგავს რითმებს ჩემი სიტყვები, გრძნობა სიგიჟის დაიწყებს ბორგვას, ათრთოლებული შენი ტუჩები, არასდროს მეტყვის ცოტა ხანს მოცდას...დაგეძებ სულში ჩაღვრილი დარდით, ვითვლი დაკარგულ წუთებს და წამებს, ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ, შენი თვალებით ვინათებ ღამეს...ზეცას მივწვდები შენზე ოცნებით, დავლეწავ ყველა გავავლებულ საზღვრებს, დანაღმულ გზაზე გავივლი შენთვის, დღეთ გდავაქცევ უკუნით ღამეს....როცა გაგითბობ გათოშილ ხელებს, იასამნები იფურჩქნებს როცა, ასემგონია ისევ შეგხვდები, და ერთი წამიც არ მინდა მოცდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი