გემი
უცხო ნაპირებს მოადგა გემი, შენი თვალების უცხო ნაპირებს, ზღვა ადიდდება საშველად გელი, შენი ტალღები გამინაპირებს...ვიხრჩობი მოდი მომეცი ხელი, არ მინდა ფსკერზე დავიდო ბინა, სევდათ ჩამყვება იმაზე დარდი, რომ სიზმარია და ახლა მძინავს...გამეღვიძება კვლავ შენს ნაპირზე, შეცურდა ქრება გემიც ტალღებში, როცა ვიგრძენი შენი შეხება, შენი თვალების ოკენეში...უცხო ნაპირებს შორდება გემი, შენი თვალების უცხო ნაპირებს, დაუსრულებლად გელი და გელი, სანამ სიკვდილი გამინაპირებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი