Dream of you


შავი ტიტების სურნელი მათრობს, გულმა ახლიდან დაიწყო ძგერა, შენს ზღვისფერ თვალებს ჩემს გულზე ვაწყობ, სხვისი მგონია ეს ბედისწერა...ლურჯი აპრილის გასვლა ვერ ვიგრძენ, შავი გედივით მოცურდა დარდი, შენი ტუჩების შეხება მინდა, შენი თვალების მნატვრელი გავხდი... შენი სხეული ზეცად აწვდილი, ანათებს ეშხით როგორც ლამპარი, შენახარ ჩემი გულის ნაწილი, შენახარ ჩემი სულის საყდარი...იქნებ კვლავ შეგხვდე ოცნების გზაზე, რომ უსასრულო ლოდინი მორჩეს, უფალს შევთხოვდი მხოლოდ შენს თვალებს, ერთხელ შევეხო და შემდეგ მოვკვდე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი