თოვს...


მე ბევრჯერ ვცადე შენ ამეღწერე, ლექსში ყოველთვის დამაკლდა გრძნობა, უსასრულოა ეს სიყვარული, უსასრულოა ამ ღამით თოვა...შენ არ იწყები ამ ერთი წამით, სიტყვებით შენს თავს ვერასდროს ავღწერ, თოვს აღარ მინდა მე სხვა სიზმარი, მე ხომ შენს გამო ყველაფერს გავცემ...თოვს უშენობით აივსო ღამე, ფუნდამენტს უყრი სულის წვალებას, ცაზე ჩამქვრალი ჩემი ვარსკვლავი, შენი  თვალების იქით გაქრება...თოვს შენს ძებნაში გამქრალა გზები, შენს ნაკვალევზე დაუთოვია, შენს თმის ტალღებში დაფენილ ფიფქებს, გულში ტკივილი დაუტოვიათ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი