silhouette
ქარი გემებს მიახეთქებს ნაპირს, გულის ფსკერზე განისვენებს ტალღა, შენზე ფიქრში ქუჩის ბოლოს გავცდი, ბნელ ღამეში შენს სილუეტს ვხატავ...მოგონებებს გაახუნებს დარდი, აღარ მესმის შენი გულის ძგერა, ქუჩის ბოლოს მდუმარებით გავცდი, აღარ მომყვა ზურგში შენი მზერა...შენს ფანჯრებში აღარ ჩანდა შუქი, ძველ ლარნაკში წყალი ესხა მხოლოდ, ვერ შევჩერდი, ვერ დავუშვი ღუზა, ვერ გითხარი ისევ შენთვის ვბრძოლობ...უსასრულოდ გაიწელა წამი, ღრუბლებივით თავზე მადგას სევდა, ღმერთო როგორ უსასრულოდ მწამდი, დღეს კი მხოლოდ სოლუეტად გხედავ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი