Change


მოდის მაისი, მოდის შენი დაბადების დღე, ატმის კვირტებში იფურჩქნება სულის ყვავილი, მოდის მაისი ჩემი სულის მბრძანებელი თვე, შენ იბადები და ჭალებში ირმის ხმა ისმის... მოდის მაისი, სევდიანი მოყვება წვიმა, მინდორში იებს უსველდებათ ლურჯი კაბები, გამოიდარებს და როდესაც მორჩება წვიმა, შუათვის მაისს ანგელოზი დაიბადები...მოდის მაისი, მოდის შენი დაბადების დღე, ატმის კვირტებში იბადება თეთრი ყვავილი, მოდის მაისი, ჩემი სულის მბრძანებელი თვე, შენ დაიბადე და ჭალებში ირმის ხმა ისმის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი