"Dream of you"
დანაღმულ ველზე შენს ძებნას ვიწყებ, სუნთქვას ვაგრძლებ შენი თვალებით, სიგიჟის საზღვარს გავცდი შეხებით, და მაინც გეძებ მთელი არსებით... შენი თვალების ფერია ზეცა, შენი თვალები განაჩენია, დანაღმულ ველზე შენს ძებნას ვიწყებ, შენს იქით ჩემთვის არაფერია...რა უსაშველოდ შემძრა დღეს ბედმა, შენი თვალების მწველმა სინაზემ, ქარბუქევით მოვიდნენ ჩემთან, წამები როცა ისევ გინატრე... შენზეა ყველა ჩემი ოცნება, ფეხი აიდგეს გრძნობებმა ფიქრში, როგორ მჭირდები ნეტავ იცოდე, წამში ათასჯერ გამივლი ფიქრში...ყოველი წამი იწყება შენით, აზრი არააქვს დროს და მანძილებს, შენ გახდი ჩემი თანმდევი მგზავრი, შენ უსასრულოდ გამინაპირე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი