....
სიცოცხლის საწყისად გიხილე სიზმარში... ზღვისფერი თვალები მოჩანენ ლანდებად... მიყვარხარ გითხარი შენ თავი დახარე... მინდოდა ყველაფრის სიცხადით ახდენა...! მსურდა შეხება ლერწმის თითებზე, ატმის ტუჩებზე შეხება მსურდა, ბნელ სამყაროში დაბრუნდი მაშინ, ჩემი სული რომ უშენოდ წუხდა... შენს სილუეტებს ფანტავდა ქარი... შენს თმის ტალღებში აპრილს ეძინა... კრთოდა სხეული ლამაზ სიზმარში... ტაძარში თეთრი კაბა ეფინა...! ვერ ვამშვიდებდი გულს და გონებას, შენი აჩრდილით ვინათე ღამე, სული შთაბერე ყველა ოცნებას, ცაზე ვხატავდი შენს ლამაზ თვალებს... ვერ ვანებებდი შენ თავს ვერავის, მიწევდა ბრძოლა შენთვის მძინარეც, გთხოვდი დაბრუნდი ვარდის კვირტებში, აფეთქე სულში ტრფობით სინაზე..! ასე ტანჯვით გაიწელა ღამე... თვალს ვახელდი რომ შემეგრძნე წამით, დამესიზმრე ჩვენ ვიყავით ერთად... იისფერი წვიმა იყო ღამით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი