თეთრი ღამე
სიცოცხლის საწყისად გიხილე სიზმარში... ზღვისფერი თვალები მოჩანენ ლანდებად... მიყვარხარ გითხარი შენ თავი დახარე... მინდოდა ყველაფრის სიცხადით ახდენა...! მსურდა შეხება ლერწმის თითებზე, ატმის ტუჩებზე შეხება მსურდა, ბნელ სამყაროში დაბრუნდი მაშინ, ჩემი სული რომ უშენოდ წუხდა... შენს სილუეტებს ფანტავდა ქარი... შენს თმის ტალღებში აპრილს ეძინა... კრთოდა სხეული ლამაზ სიზმარში... ტაძარში თეთრი კაბა ეფინა...! ვერ ვამშვიდებდი გულს და გონებას, შენი აჩრდილით ვინათე ღამე, სული შთაბერე ყველა ოცნებას, ცაზე ვხატავდი შენს ლამაზ თვალებს... ვერ დავანებებდი შენ თავს ვერავის, გრძელდება ბრძოლა შენთვის მძინარეც, გთხოვ რომ დაბრუნდე ვარდის კვირტებში, აფეთქო სულში ტრფობის სინაზე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი