1
გახსოვდე მუდამ თუ ოდესმე შენ დარჩი მარტო... მაშინ მინატრე გქონდეს ჩემი იმედი მაინც... მთებს გადავივლი! სამყაროს შევძრავ! ოქროსფერ წვიმით მოგირწყავ მაისს...! არ დაივიწყო არცერთი სიტყვა, არცერთი წამით იფიქრო გაგცდი, მე ხომ ბევრჯერ მაქვს შენთვის ნათქვამი, შენს სიყვარულს მე არასდროს გავცვლი... და თუ ოდესმე შენ დარჩები ყველასგან მარტო, მინატრე ყველგან მე მოვალ მაინც, უსასრულოა შენზე ოცნება, ოქროსფერ წვიმით მოგირწყავ მაისს...! დანაღმულ გზებზე ვაბიჯებ შენითვის... იქამდე ვიდრე მიმტყუნებს ბედი, მე სხვა ქონება არ გამაჩნია, რომ დამეკარგა და მეთქვა შევცდი...!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი