შეუვსებელი ადგილი
სიჩუმე იღვიძებს ნაცრისფერ კედლებში, უდაბნოდ სიცოცხლის წყურვილით გეძებდი, არ მყოფნის ძალა რომ შევეხო შენს თვალებს, და შენს სულს სათუთი გრძნობებით ვეხები... შენი თვალების ფერია ზეცა, შენს ღიმილის მთელი არსებით ვეტრფი, და როცა სიზმრად მოდიხარ ჩემთან, დამტანჯავს გრძნობა სიტყვების ვერ თქმის... გამანდე შენი დუმილი სევდა, მითხარი რატომ გაწუხებს ბრაზი, სამყაროს ცენტრში შენახარ მხოლოდ, მზის ამოსვლა ხარ, და ჩასვლა ზღვაში...შენ გაზაფხულის სურნელება ხარ, მაისის დილა ატმების ბაღში, შენ ჩემი სულის აღმაფრენა ხარ, თვალის სინათლე, ხმელეთი ზღვაში... მე ლექსის წერას პირველად ვბედავ, შენს თმის ტალღებში ჩადგება ქარი, თითების თრთოლვით ვეხები შენს კანს, და ფერებს იცვლის პირქუში ჟამი... როდესაც ბოლოჯერ ღიმილი მაჩუქე, როცა დრომ ჩვენ შორის საზღვარი გაავლო, მოხვედი აპრილი დაჩრდილე მშვენებით, და ტალღებს შტორმივით მოაპობ სანაცვლოდ.. ვერ ავღწერ რა ხდება როდესაც გიყურებ, მოწოლილ სისხლივით იჩქეფებ ვენებში, და როცა გიყურებ შენ ასეთ მშვენიერს, უშენოდ სიცოცხლის აზრებსაც ვერ ვხვდები... იმედით ასხივებ სიცოცხლის ხალისებს, ცოცხლდება გარშემო მთები და ხეები, ბნელ ყოფას ამაზრზენს შემიცვლი დანახვით, თუ გნახე და მოგეფერები... ნატიფი სხეულით ცამდე ხარ აწვდილი, როგორც მზე დამყურებ ზეციდან მიწზე, დღეს თითქოს ოცნებად ამიხდი, და მთელი სიცხადით თავიდან გიწამე...უთქმელი გრძნობების სივრცეში გიხილე, ვერთქმული სიტყვების სათქმელად მოსული, მინდოდა ყველაფრის დაწყება თავიდან, მაგრამ დღეს ცა იყო ღრუბლებში მოკლული...კვლავ შენი თვალებით ვინათებ ბნელ ღამეს, უსულო სხეულით ვეხვევი გრძნობებში, და როცა შენ ღამით ბრუნდები სიზმარში, ვეშვები თავიდან კვალ ცეცხლის მორევში... შენი თვალები ლოცვაა სულის, ჩემს გულში ვქარგავ მის ბრწყინვალებას, და ახლა შენით გაძარცვული დღე, შენზე ძებნაში გზად მითავდება... უსასრულობის გზას გასცდა ნატვრა, უსისხლო ჯვარცმას ღამე ეული, დღეს მე მიყვარხარ როგორც არასდროს, შენით განვნკურნე სული სნეული... ვიგრძენი შენი შეხების წამი, დავკოცნე შენი სავალი გზები, და უკვე ვდარდობ რომ ვეღარ გნახო, შეუვსებელი ადგილი რჩები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი