ლურჯი აპრილი


როდესაც ქვეყნად მოდის აპრილი... მე ვხდები შენი დანახვის მონა... ფეთქდება ჩემი სულის ნაწილი... არცერთი წამით არ მინდა მოცდა... რადგან შენახარ ჩემი აპრილი, ველოდებოდი შენს თვალებს მხსნელად, მინდა რომ შენით ვისუნთქო მხოლოდ, შენს სულის სიღრმეს ჩავბარდე მძევლად... მხოლოდ შენია ეს სიყვარული, გრძნობა რომლითაც სამყაროს გავცდი, მინდა რომ ბავშურ ოცნებად ახდე, თუკი აპრილი სიცოცხლეს მაცდის... ავდევნები შენზე ოცნებას, ვარდის კვირტებში დაგიწყებ ძებნას, დაველოდები ატმის გაფურჩქვნას, შენი თვალებით მოვხატავ ზეცას... მიყვარხარ თუნდაც შორს იყო ჩემგან, გრძნობებს ფერები არ უხუნდებათ, ვინატრებ შენი სურნელი იდგეს, შენი სურნელი დაუსრულებლად... ვიგრძნო სათუთი შენი შეხება, მხოლოდ აპრილის არ მყოფნის მარტო, რომ ამ ზღაპარში ახდე ოცნებად, მე ხომ შენს გარდა არაფერს ვნატრობ... მოხვიდე იქნებ შემხსნა ჭრილობა, ტკივილებს შენზე ლექსებით ვებრძვი, შენს თვალებს ვხედავ დაუსრულებლად, ფიქრებში შენზე ოცნებებს ვწყემსი... რადგან თვითინ ხარ მარტიც, აპრილიც, არ უხუნდებათ ფერები დღეებს, ძველ მოგონებებს მოვხვიე ხელი, აღარ გავუშვებ არასდროს ხელებს... რადგან შენია ეს სიყვარული, შენს მონატრებას არააქვს ზღვარი, დანაღმულ ველზე გეძებო თუნდაც, ოკეანეში შევცურო ნავით... ყველაფერს უდრის შენზე ოცნება, ვერ შეგადარებ ვინმეს ან რამეს, შენ არ ხარ მაგრამ მე მაინც ვეტრფი, შენი სურნელით გაჟღენთილ ღამეს... ახლა შენს თვალებს მოგავს აპრილი, გაზაფხულს შენი კაბა აცვია, მე კი კვლავ მინდა შენ ჩაგეხუტო, რადგან აპრილიც შენი მსგავსია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი