არყოფნა
ღამე მომიტანს შენზე ფიქრს და გაფანტავს ყველაგან, შენი არაყოფნა არასოდეს არაის ადვილი, მთვარე ღამისგან მიტოვებულ გაძარცვულ დღეს გავს, და უშენობა ახალ ცხადათ არის ნამდვილი... შენი არყოფნით გაჩენილი იარა მტკივა, ყოველწამიერ მონატრებაში უსიტყვოდ ნამხელს, დაეფინება ფიფქი ცრემლით გაჟღენთილ მიწას, და შენი თმებით შემომაყრის გაყინულ ნამქერს.. ვიცი ეს გრძნობა გამწირავს და გამინაპირებს, ჩემს ფეხქვეშ ისევ უფრსკულია გავტეხე ფიცი, ვიცი ვერ მოხვალ, არ იქნება მოსვლა ადვილი, ზღვაში აპრილი თავს მოიკლავს, უშენოდ ვიცი... გზაჯვარედნინზე მიტოვებულ ღამეს ვაცილებ, და ვარსკვლავებიც ახლა შენით იწყებენ ფეთქვას, ოთახში შენზე ოცნება იწვის, სული კი ომში ჩავარდნილ ტყვეს გავს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი