სუნთქვად მჭირდები


შენ გაბარია გაძარცვული ჩემი სიცოცლე, სულის ამბოხად გადამექცა შენზე ფიქრები, ცრემლების წვიმებად მოხვედი ღამით, როცა ყველაზე მეტად მჭირდები... ვიგრძენი შენი სურნელის განცდა, შენსას ვარდების სურნელიც ვერ ცვლის,  მოუთმენლი ტკივილის განცდა, ღამის სიჩუმემ გაფანტა ბნელში... თითქოს დრო არის შუაღამით შენთან შეხვედრის, შენი თვალების, შენი თითების, კოცნის, ფერების, ისე გიგრძენი თითქოს აქ ხარ სულში სანთელად, წამი გაჩერდა და სამყარო შენში სახლდება... მიყვარხარ ცამდე უსასრულოდ მთელი არსებით,  შენი თვალების სილამაზით, სულის ნაკვთებით, მე არაფერი გამაჩნია ძვირფასი შენზე, დაბრუნდი წამით, ნუ დამტოვებ, სიცოცხლედ გეძებ... რადგან უშენოდ  ვეღარ ვუძლებ ყოფას ამაზრზენს, მოდი შემეხე და გრძნობებით ისევ ამავსე, შენი სინაზით, სილამაზით ცამდე აწვდილით, მოდი ოცნებად ამიხდი და გახდი ნამდვილი... მიყვარხარ ცამდე, უსასრულოდ, მთელი არსებით,  ჩემი ხატი ხარ სიყვარულის, ლოცვა,სანთელი, მტვრად გარდაქმნილი ბედის იმედით, სულით სხეულით, ფიქრში ფიქრებით, ცხადში, სიზმრებში, ზღვაში, ნისლებში, სამყაროს ხმაში, შენ ცხოვრობ მთელი სიცოცხლის აზრში, ყველგან შენ გეძებ ყველგან შენ გხედავ, სუნთქვად მჭირდები ყოველი წამის, შენი თვალებით ვინათებ ღამეს, და სიყვარულით სამყაროს გავცდი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი