საქართველო


ჩემი სამშობლო დედამიწის მამათავარი, უფლის სახლი და წინაპართა ძვლებზე დამდგარი, გაშლილი მთების უსასრულობა, ბევრჯერ ესია ბოროტი მტერი, მაგრამ ის ცოცხლობს მაგრამ ის მღერის, ღამეს უთენებს გმირების ხსოვნას, ფეხზე უდგება სიმაღლეს სულის, ჩემი სამშობლო ზეცით ნაკურთხი, სუნთქვა ჩემი სანთელი სულის... ღვთისმშობლის კალთა გადმოფარებულს, ურიცხვი მტერი ეხვია მუდამ  , პატარა ლექსით სიყვარულს ვბედავ, ჩემო სამშობლო სულ შენზე ვწუხვარ.. დავლოცავ გელათს, დავით მეფეს, ყველაფერი დიდებული მათ რომ შექმნეს, სვეტიცხოვლის ფრესკას ვლოცავ ხელით ნაწერს, დიდება და უკვდავება სააკაძეს... გაუმარჯოს საქართველოს ისტორიას, ჩვენს გმირობეს, ვენებში სისხლის წინაპრისას, გლეხის დაცლილ ღვინის დოქებს, გაუმარჯოს საქართველოს ბღუჯა მიწას... ქართველ ქალებს გამარჯოს, საქართველოს სიწმინდეს და სიამაყეს, მოთმინების რომ ატარებს წმინდა მანდილს, ტყუილსა და ორპირობას რომ არ გკადრებს.. ქართულ სხეულს და ქართულ სულს ვენაცვალე, უკვდავ სხეულს არასოდეს რომ არ გავტყდით, ერთმანეთში დგომა ბევრჯერ გადაგვარჩეს, გავიმარჯვებთ კიდევ ერთხელ ამ ბრძოლაშიც... ბევრი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი