გრძნობები სივრცეში
მე ლექსის წერას პირველად ვბედავ, შენს თმის ტალღებში ჩადგება ქარი, ვიგრძენი თითქოს ვეხები შენს კანს, და ფერებს იცვლის პირქუში ჟამი... უსასრულობის გზას გავცდი ნატვრით, უსისხლო ჯვარცმას ღამით ეულით, მჭირდები ისე როგორც არასდროს, ვერ განვიკურნე სული სნეული... შენ ერთი ნახვით შემიცვლი სამყაროს, როდესაც სიცოცხლე ძალიან ძნელია, არ მყოფნის ძალა რომ შევეხო შენს თვალებს, უთქმელი სიტყვები შენამდე ქრებიან... მილიონ ვარსკვლავში შენ ერთი ანათებ, შენს ღიმილს ვეტრფი და თვალებში ნანახს მზეს, მინდა რომ სიცხადის შევიგრძნო ეს წამი, და შენით ვივიწყებ ყველაფერს დანარჩენს... ნატიფი სხეულით ცამდე ხარ აწვდილი, შენი მზე დამყურებს ზეციდან მიწაზე, მოდი და ოცნებად ამიხდი, მოდი და მხოლოდ შენ გიწამებ... დაგეძებ უთქმელი გრძნობების სივრცეში, გზად შენი თვალებით ვინათებ ბნელ ღამეს, უსულო სხეულით ვეხვევი მე შენში, და მთავარის აჩრდილად დავყვები შენ სახეს... ჩერდება შენი შეხების წამი, იმსხვრევა გზები შენსკენ სავალი, მაგრამ მე ისევ მოვდივარ შენსკენ, შენ ტყვეობაში ხსნის გზას მასწავლი...დუმხარ და არ ამბობ არაფერს, ტკივილი იღვიძებს ხმებში, შენ აძლევ სამყაროს მშვენებას, თვითონ ხარ სამყაროს ცენტრში... მე ვიცი ისევ იფეთქებენ შენი თვალები, ანგელოზები სიკვდილამდე შემიფარებენ, მოვა დღეები გაზაფხულის ისევ მრავალი, მაგრამ ვერაფრით, შენს თავს ვეღარ შემინაცვლებენ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი