ყვითელი ფოთლები


ფიფქებმა დაფარა შენი ნაკვალევი, და გულში ჩადგა სევდის ამინდი, სამყარო თითქოს გაჩერდა წამით, და სასწაული ახდა ნამდვილი...ოცნების ბილიკით მოხვედი, ყვითელი ფოთლები დაფრინავს გარშემო, ატმების რტოებში გეძებდი, სული რომ გრძნობებით ამევსო... იებმა იფეთქეს გათოშილ მდელოზე, ქარები იწყებენ მშფოთვარე ფორიაქს, როცა შენ მოდიხარ ფიქრებში, როცა შენ მოდიხარ შორიდან...არააქვს საზღვრები სიშორეს, უშენოდ სიცოცხლე ძნელია, ზღვის ტალღებს მოაპობ მშვენებით, წასვლა კი მზის ჩასვლის ფერია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი