დამიბრუნდი
ჩემი გულის ნაოცნებარს გიმალავდი, დრომ შეჭამა მონატრების ძველი სიტკბო, მციოდა და ღრუბლებს ტანზე ვიფარებდი, როცა შენი სიყვარული აღარ იყო...სულ მჯეროდა დაბრუნების, მოგწვდებოდა ჩემი სითბო, მთელ სამყაროს განვუდგები, იმისთვის რომ ჩემი იყო...ვერ ვიცხოვრებ შორს უშენოდ, უშენობა არ იქნება, სულში სევდის თოვლი მათოვს, მახსოვს შენი გაღიმება...მოდი ისევ დამიბრუნდი, დრო მეორედ აღარ მოვა, ისე ძლიერ მიყვარხარ რომ, სიცოცხლეც კი ამაოა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი