უსულო სხეული
მე ლექსის წერას პირველად ვბედავ, შენს თმის ტალღებში ჩადგება ქარი, თითების თრთოლვით ვეხები შენს კანს, და ფერებს იცვლის პირქუში ჟამი... ვერ ავღწერ რა ხდება როდესაც გიყურებ, მოწოლილ სისხლივით იჩქეფებ ვენებში, ნატიფი სხეულით ცამდე ხარ აწვდილი, სიყვარულს ასხივებ უხილავ ფერებში...მე შენი თვალებით ვინათებ ბნელ ღამეს, მინდა რომ სიცოცხლეს შევასხა ფრთები, გადიან დღეები მაკლდები მე უფრო, შეუვსებელი ადგილი რჩები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი