თეთრი ღამე
ვეაღარ ვიტან შენზე ფიქრში ლექსის წერას, თეთრად ნათენ უღიმღამო საღამოებს, ბევრჯერ ვცადე შენი თავი ამეღწერა, და სიტყვების უმწეობამ დამაობლეს...არ არსებობს შენზე მეტი არაფერი, ყველა კარტი გადაშალა სიანმდვილემ, მერამდენედ ვიგრძენი რომ შენ ხარ ღმერთი, და სიცოცხლეს მხოლოდ შენით ვიხანგძლივებ...რომ შემეძლოს თუნდაც წამით, ჩემს სხეულში გაცხოვრებდი, მინდა ნახო შენი სახე, ემოცია გაოცების...როცა გხედავ ცა იხსენება, და სიცოცხლეს ვლოცავ ჩოქვით, ვგრძნობ უშენოდ არაფერი არ გამოვა, და ყვირილი მომინდება შენზე მოთქმით...რა ვქნა უნდა გავაგრძელო ლექსის წერა, ეს ყოფილა თურმე ჩემი განაჩენი, თუ არ გნახე ვგრძნობ სიცოცხლე დასრულდება, დასრულდება ყველაფერი დანარჩენი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი