სევდის მთვარე
შენი სუნთქვა ზეცაშია ღრუბლებში, სილამაზეს მზის სხივებად ასხივებ, შენზე ფიქრში მემგონი რომ დაღამდა, ზღვის ტალღებით მოადექი ნაპირებს... შენს გარეშე სულერთია ყველაფერი, შენ ჩემში ხარ ცხადია თუ სიზმარია, მერამდენედ ვიგრძენი რომ შენ ხარ ღმერთი, შენთან ყოფნა სამოთხე და მირაჟია...სადაცაა გათანდება შენზე ფიქრში, გაილია ღამის თევით სევდის მთვარე, მე შენს ქუჩას მივყვებოდი დილის ბინდში, და ვფიქრობდი ასე რატომ შეგიყვარე...შენ სიყვარულს არ ქონია საზღვრები, სიცოცხლესაც ცდება ბენდნიერება, შენ იწყები და არასოდეს მთავრდები, ჩემი სუნთქვა, ჩემი ქვეყნირება...გაფიქრებაც კი მომანდომებს შენთან შეხებას, თუნდაც გავექცე რეალობს ფიქრში როგორმე, როგორც არასდროს ახლა ახლა მე ვარ შენით მშიერი, შენი ჰაერით იკვებება სული ბოლომდე.. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გულის გათბობა, და არამხოლოდ მაშინ როცა ღვინით ვხალისობ, ორი სიცოცხლეც რომ დამჭირდეს შენს მოსაძებნად, მაინც მოგძებნი და ორივეს შენით ავივსობ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი