infinite
ვერ შევძელი ვერ გატარე გულში მძევლად, არ ჩაინგრა მონატრების ძველი ხიდი, თუ არ მოხვალ დავიწვები ცეცხლში ფერფლად, აღარ მოვა ჩასაქრობათ წვიმა ფლიდი... ვერ ვპოულობ ვერცერთ სიტყვას შენს შესაფერს, არ მინდა რომ იყოს ლექსიც ამის მსგავსი, როცა ქარი ზღვის ტალღებში შეცურდება, მე შენს გამო სიცოცხლესაც წამში გავცვლი... არარსებობს სხვა სამოთხე უხილავი, ვარსკვლავები ზეცას შენით ანათებენ, შენს თვალებში გაზაფხულის მზე ამოდის, და სამყაროს სილამაზით განაგებ... უსაზღვრო და უწონოა შენზე ფიქრი, ეგ თვალები ოკეანე უნაპირო, ყველაფერი დამშვიდდება ვიცი ქვეყნად, მაგრამ მე კი ვერ ვიცოცხლებ უმაგისოდ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი