უნაპრიო


რა ვუშველო მაგ თვალების ნაიარევს, შენი ნახვა ამ ტკივილის წამალია, რომ ვერ გნახე იწვიმა და ცა გაიყო, ყველაფერი უშენობამ გადარია... ვერ შევძელი ვერ გატარე გულში მძევლად, არ ჩაინგრა მონატრების ძველი ხიდი, თუ არ მოხვალ დავიწვები ცეცხლში ფერფლად, აღარ მოვა ჩასაქრბად წვიმა ფლიდი... ვერ ვპოულობ ვერცერთ სიტყვას შენს შესაფერს, არ მინდა რომ იყოს ლექსიც ამის მსგავსი, როცა ქარი ზღვის ტალღებში შეცურდება, მე შენს გამო სიცოცხლესაც წამში გავცვლი... არარსებობს სხვა სამოთხე უხილავი, ვარსკვლავები ზეცას შენით ანათებენ, შენს თვალებში გაზაფხულის მზე ამოდის, და სამყაროს სილამაზით განაგებ...უსაზღვრო და უწონოა შენზე ფიქრი, შენი ნახვა ოკეანე უნაპირო, შენს ტალღებში იკარგება ყველა ფიქრი, და გემები დარჩებიან უნაპიროთ...რამით უნდა ვუმკურნალო ნაიარევს, ასეთი რამ სიცოცხლეში ერთხელ ხდება, შენი ნახვით მე უფალი ვაღიარე, უფალი კი არასაოდეს არსად ქრება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი