სიცარიელე
სულის სარტყელზე ამიწყდა ღილი, შემზარავია სიცარიელე, ბევრი გეძებე რაცა წახვედი, გული ვერაფრით ვეღარ ვიჯერე...ჯერ არანახული ტკივილის გრძნობა, გაუმხელელი დუმილით ვზიდე, როცა წახვედი მე მაშინ მივხვდი, რომ უშენობას არააქვს სიგრძე...არ იზომება შენსკენ მანძილი, შენამდე ბეწვის ხიდი კიდია, შენი არყოფნა არის ნამდვილი, ეს ფორიაქი ბერჯერ მიგრძვნია...უამრავია ქვეყნად ოცნება, შენზე ოცნება მე შევიხვედრე, და თუ ვერ გნახავ არ დასრულდება, ეს შემზარავი სიცარიელე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი