სიჩუმე
სიჩუმეს ქონია თავისი ფერები, დუმილით ხანდახან ყველაფერს ამბობენ, ვიცი რომ ვერასდროს ვერ მოგეფერები, და მაინც ფიქრები შეხებას ლამობენ...მე მინდა ეს ლექსი მოვიდეს შენამდე, სიტყვები თავისით იღვრება სულიდან, მე ვეტრფი შენს თვალებს ლამაზს და უძიროს, და გჩუქნი სიცოცხლეს უკვდავი გულიდან...ამ გრძნობას აცოცხლებს ლამაზი ფერები, მოპარულ ყვავილებს გაჩუქებ გულიდან, პირველად ნახვიდან მიყვარხარ ზეცამდე, და მინდა სიცოცხლე დავიწყო ნულიდან...გადაიქროლებს ღრუბლები ცაზე, შენს თმის ტალღებში ჩადგება ქარი, თითების თრთოლვით ვეხები შენს კანს, და ფერებს იცვლის პირქუში ჟამი... ვერ ავღწერ რა ხდება როდესაც გიყურებ, მოწოლილ სისხლივით იჩქეფებ ვენებში, ნატიფი სხეულით ცამდე ხარ აწვდილი, და გრძნობებს ასხივებ იდუმალ ფერებში...და მაინც სიჩუმეს ქონია ფერები, დღეები დუმილით ყველაფერს ამბობებ, ვიცი რომ არ მოხვალ ვერ მოგეფერები, და მაინც ფიქრები შეხებას ლამობენ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი