სიჩუმის ფერები


გადაიქროლებს ღრუბლები ცაზე, შენს თმის ტალღებში ჩადგება ქარი, თითების თრთოლვით ვეხები შენს კანს, და ფერებს იცვლის პირქუში ჟამი... ვერ ავღწერ რა ხდება როდესაც გიყურებ, მოწოლილ სისხლივით იჩქეფებ ვენებში,  ნატიფი სხეულით ცამდე ხარ აწვდილი, და გრძნობებს ასხივებ იდუმალ ფერებში... სიჩუმეს ქონია თავისი ფერები, დღეები დუმილით ყველაფერს ამბობებ, ვიცი რომ ვერ მოხვალ, არ მომეფერები, და მაინც ფიქრები შეხებას ლამობენ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი