დრო


იანვრის სუსხი ჩადგება მთებში, ჯერ არ მოსული იჩქარის ბოლოს, თებერვალს მოძმედ შევებრალები, მარტი კი ისევ ყივნვასთან ბრძოლობს...სულში ჩადგება როცა აპრილი, მაისის წვიმით ივნისი გლოვობს, სანამ დადგება ცხელი აგვისტო, დავიბადები ივლისის ბოლოს...სექტემბერს მოაქვს ფერთა სინაზე, ოქტომბერს ყველგან იქნება რთველი, ფოთოლცვენის დროს ისევ გინატრებ, როცა ნოემბერს გაუვა ფერი...დეკემბრის სუსხი გაივლის ტანში, თვეები სულში საზღვრებს ავლებენ, ჯერ არ იციან როგორ მიყვარხარ, და შენს  თავს ვეღარ შემინაცვლებენ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი