ორი სიცოცხლე
სიცოცხლის დიდო სანთელო, ვარდების სუნთქვით ნაფერო, სიტკბო ხარ ყურძნის მტევნების, სამოთხე ბაღის ედემის..მთაში იეების სურნელი, ბარში ირმების მდელო ხარ, შენ ასე ლექსად არ ითქმი, შენ სულის სადღიგრძელო ხარ...გულის ტალღების მესაჭე, სიცოცოხლის საგალობელი, შენით მთავრდება ოცნება, მეტს აღარაფერს მოველი...შენ ჩემი აღმაფრენა ხარ, ფიქრის წყარო და მოტივი, სიცოცხლე აქ რომ დამთავრდეს, წავალ და იქაც მოგიცდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი