დიდება
პატარძლებივით ნაძვებსაც რთავენ, უცნობ მებაღის ხელით დარგულებს. დგას სინდისივით შიშველი მთვარე და ცოდვით სავსე მიწას დაჰყურებს. ღამის სიმძიმე ადევთ გუმბათებს, ზეცა გადადის სიანკარეში. მთვარე ბილიკებს ისევ უნათებს წყვილებს, ამბორით მუდამ გალეშილთ. აზიდულია მაღლა პიკები, უწინ დათესილს უნდა ვიმკიდე. ცხოვრებას ისევ ვეკაპიკები... ფურცელზე რჩება ჩემი სიმდიდრე. ჰოეც დადგება, ანს, გამოცელავს და შესრულდება მზის დასრულებით. დიდება იმათ! ვინც გამოძერწა, ცოდვილ ხორციდან, წმინდა სულები. 2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი