აყირავდა
აყირავდა ამ ცის თაღიც ყვავმა ხაზა ირაო, ღვინომ გაჭრა აწი რაკი... სხვა გზით უნდა ვიარო. ლექსით, ზეცის კადილაკით გავაკეთებ გამორბენს... პოეზიის ლაწირაკი როგორ ვბედავ ამოდენს??. ვითლები და ვიჩორკნები სიტყვა ანაწონები, მეც დიდებთან მივჩოჩდები, მივეთანასწორები... თუ არადა, შავი ტერფით, ტურფით, ბედი ნეტავ ვის ელის?.. აგერ!.. ცაზე მთვარის ყულფი, აი!.. ჩემი კისერი... ჟამო! რატომ გამითალხდი? შემოწითლდი ცავ ღვინით. ესეც, ასი გრამი დარდი... სევდის ზღვაში ჩაღვრილი. წუთისოფლის ხავსს და ბალახს ვეჭიდები მოაჯირს... ბოლოჟამს კი ნიჭსაც ხალასს, უფლის ხელი მოაჯენს... თრობა, ბანგი, ბანქო, ტყეა, ცოდვის ცუდი სამი ზნე... მზერა, შენი ცხელი ტყვია, მე ჯვარცმული სამიზნე. ტაძრის ჩახეული ფარდაც აფრასა ჰგავს ნისლიანს, ლექსის გარდა, უშენოდაც, სუნთქვა არ შემიძლია. ამ ომებში, მე სხვებივით არ ვარ გამობრძმედილი. ცხოვრებაში, როგორც ლექსში მიყვარს მრავალწერტილი... 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი