თეთრ თოვლზე


თეთრ თოვლზე გდია ნაბადი,
თურმე ჩრდილია აულის.
მთვარე სინათლეს აბარდნის
მინარეთს როცა ჩაუვლის.
მაშინ შეჰკივლებს იმამი;
--- ო, ალაჰ აგბარ! რასსულა...
ნიავიც მუდამ თამამი
ლოცვას მიიტანს წარსულთან.
წინაპართ სულებს აცხონებს
ღია აქვთ გულის კარები.
პურს მთვარისხელას აცხობენ
უპოვართათვის ქალები.
მამაცნი უყვართ ასულებს
სხარტი ცხენები ჯიგიტებს.
ყველა თავის როლს ასრულებს,
ღვინოც საფლავთან ჭიქით დევს.
გმირთა არაკებს ომი წერს,
ცხოვრებას ვემონეტებით.
თითქოს შამილმა ოფიცერს
აჰყარა ეპოლეტები.
ხურდებად მოჩანს გუბეში
მთვარე, ვარსკვლავთა მედლებით,
ლომგულებს ემორჩილება
მკვრივად ნაგები კედლები
ყლორტებიც ამოყრილია
ნერგი ფესვს მყარად იკეთებს.
უფალიც კმაყოფილია,
ბოროტს რომ ებრძვის სიკეთე.

2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი