დავით კლდიაშვილი


დავით კლდიაშვილი დაიბადა იმერეთში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) გაატარა. დედამისი იყო კესარია ღოღობერიძე, ხომულელი შეძლებული აზნაურის, ნიკო ღოღობერიძის ერთადერთი ქალიშვილი. მამა, სამსონ კლდიაშვილი იყო აქციზის სამმართველოს მოხელე. იგი 70 წლის ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო.
7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში, რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. ამის შემდეგ, მამამ პატარა დავითი გიმნაზიაში შესასვლელად მოსამზადებლად სამრევლო სკოლაში მიიყვანა. ხელმოკლე სამსონ კლდიაშვილმა გადაწყვიტა 9 წლის დავითი გაეგზავნა სამხედრო სასწავლებელში. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. დავით კლდიაშვილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბათუმში გაატარა (1882-1908 წწ.). 1905-1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.
1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.
სოფელ ზედა სიმონეთში არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი.[2]
დავით-კლდიაშვილი

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი