წახვალ, მე მოვალ
დანისნულ ხევებს ვიყვარებ და საიდუმლოდ ვინახავ ადგილს, წახვალ - მე მოვალ, ყუროს წვერებში დამეკარგები, ზურგსავე უკან დამემალები. მთის მარტოხელა სულებს ვიხმარებ, გამალებით რომ დავეძებთ ქმნდადობის მანდილს. წახვალ, მე მოვალ, გზა-გზა მოყვრად დაგელანდები, დამინახავ და დამემალები. მე თან ვატარებ ნაცნობ რიჟრაჟებს, ერთადერთ სიტყვას დამიტოვებ ლოდინით აღვსილს. წახვალ, მე მოვალ, გამუდმებით დაგემგზავრები, რა საჭიროა, მაგრამ მაინც დამემალები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი