,,შეხვერდა პოეზიასთან''


თხოვნით მივმართავ მათ,
ზე დაიჭირონ ლექსი
და ფოტო სლაიდივით სინათლეზე
გახედონ.
ან მიაყურადონ, გულ-მუცელი როგორ უკვნესის.
ვუთხარი, გამოამწყვდიონ ლექსში თაგვი
და უყურონ, იპოვის თუ არა იქიდან გამოსასვლელს.
ან შეიარონ ლექსის ოთახში
და აკანკალებული ხელით მოძებნონ ჩამრთველი.
კარგი იქნება, ლექსის მოსარკულ ზედაპირზე
წყლის თხილამურებით თუ ისრიალებენ.
მინდა, მეორე ნაპირიდან ხელების
ნაცვლად ავტორის სახელი დაიქნიონ.
მაგრამ მათ მხოლოდ ერთი რამ სურთ-
ლექსი მიაბან სკამზე
და ძალით მიიღონ აღიარება.
შოლტით უმოწყალოდ სცემენ,
რატომ დაიწერა, მხოლოდ ეს რომ ამოიყვიროს.

(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
საბა თოდუაპოეტი5 წლის წინ

👏👏❤

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი