1915
იის ბაღებში მან აღმართა საგალობლები, ზეცას გაეკრა უცილობელ საგანთა კრება, მიწათ მოსულან დაღუპული, მწირი ობლები, ასე ყოფილა უზენაეს მშობელთა ნება. აქ არის ვნება, არის კამათი, ცხოვრების არსის ახსნის სურვილი, გრძნობათა ღელვა, მიმოწერები და დამტკიცების მტკიცე წყურვილი, ამბობენ - მათ აქვთ ცოდნა სიმართლის, იციან, რა სურს ადამთა მოდგმას, რომ წახნაგებით ბრძოლას იგებენ და იყენებენ ათასგვარ ბოდვას. აქაურ ბაღებს სიყვარული მოეზვირთება, ანგრევს ჯებირებს, ანგრევს სიტყვებს, ანგრევს კოდებსაც, და სიამაყეს, ყოვლის მცოდნეს, არ ერითმება, თავისუფლებას რაც კი ანგრევს, წმინდას, როდესაც. ის უკვე არ ჩანს, თითქმის რომ გაქრა, გაქრა, ვეღარ სჩანს მმუსვრელი ხმალი. იის ბაღებში აღმართა აფრა, ზეცაში მცირე დატოვა კვალი. და დაზაფრების კვამლში იმედად იზრდება ახალ ვარდების წყება. მოუგონებენ მათ ახალ ბედად, რომ გადაარჩენს სამყაროს გზნება... სიტყვა ახალი, მწველი გონების, აქ უკვე ჩნდება მისი უფლებით. წინააღმდეგი ხალხთ დამონების, სიყვარულით და თავისუფლებით.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი