ენავ ქართულო
ენავ ქართულო, ენავ საუფლო, მარგალიტი ხარ, ღვთის ბოძებული, მისთვის, რომ უფლის ნება გვაუწყო, რომ ერის მთელი იყოს სხეული. საოცრება ხარ, ფერით ათასი, რუსთველის ენავ, ენავ ვაჟასი, შენ სიმღერა ხარ ბგერით ხალასი, რარიგად გშვენის ლხენა, ბაასი. ქართველი შენით ეძახის დედას, ბოლო სურვილსაც ის შენით ამბობს, შენი სიტყვებით ესწრაფვის ვნებას, შენით გებულობს ის რწმენის ამბორს. ძველი ხარ ძლიერ ჩემო ქართულო, მდიდარი სიტყვის ინტეგრალებით, მომავალო და ჩვენო წარსულო, შენით გვინთია ისევ თვალები.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი