საქართველო


შენ, საქართველო, რამდენი ხნის ხარ,
რისთვის შექმნილხარ დედამიწაზე,
დროის ქარტეხილს გადარჩენილხარ,
მოსულხარ დღემდე მტრების ჯინაზე.

შენ ქართველების დედაბოძი ხარ,
მათი ღვთაება, სული, სინაზე,
მათი სუნთქვა ხარ, მათი ხატი ხარ,
მათი სილაღე და სილამაზე.

შენ პატარა ხარ, მაგრამ დიდიც ხარ,
გშვენის სიმშვიდე, გშვენის სიბრაზეც,
ამოუცნობი საიდუმლო ხარ -
სამოთხის ბაღი დედამიწაზე.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი