ზაფხული


ეალერსება მზის სხივები ურცხვად თავთავებს,
სულშეხუთული ელის მდელო ციდან წყალობას,
ვარდი ფოთლებში იშვიათ ნამს ჩუმად აკავებს,
და ფრინველებიც ვერ ბედავენ ხიდან გალობას.

თითქმის დამშრალა მორაკრაკე მთის ნაკადული,
ზანტად ლიცლიცებს გასაყარი ცისა და მიწის,
ხევებს მდინარე უხალისოდ სდის გათანგული,
და სანუგეშო ჟრიამული ტყისაც არ ისმის.

გადაიწვერა ჰელიოსის ეტლი თაკარა,
მთებიდან სიომ გადაწყვიტა ტყის მიფერება,
მადლი მოიღო, ცამ შხაპუნით ცრემლი დაღვარა,
თითქოს ისმინა გათანგული მიწის ვედრება.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი