შემოდგომა


მთებმა მთებს უთხრეს საყვედური გიშრის ნამქერით,
ღრმა ხეობებში იზლაზნება მუქი მდინარე,
ზეცას ღრუბლებად შეაცივდა მიწის ნამღერი,
მზეს დაუმალავს პირისახე, შუქით მცინარე;

გარინდებულა ტყის ხმაური ცივ მოლოდინით,
ხის კენწეროებს აღარ არხევს ქარი თავნება,
კლდეს შეეყინა მარგალიტად სიო ბროლივით,
თითქოს ბუნებას აეხდინოს თავის ზმანება;

ჩამოწვა ნისლი და სამყარო გააფერმკრთალა,
წვიმის წვეთებმა ჰკრეს დაფდაფებს ფერად ფოთლებზე,
ტყეს ბილიკები ღვარცოფისგან გადაეშალა
და შემოდგომა დაეკვალა ცერად ტოტებზე.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი