ზამთარი
თეთრ საბურველით დათოვლილი ტყე აღარ თრთოდა, შემოევერცხლათ კენწეროებს დარდის ფანტელი, ცივ მზის სხივების ანარეკლი ლაღად დაკრთოდა, მოწყენილ ქოხში ჩუმად ენთო ნაზი სანთელი. გარინდებულა თვით სამყარო აქ მოლოდინში და ჩუმად ელის ბუნებისგან გამთბარ ბაგეებს, ხევშიც მდინარე შებოჭილი დარდობს ლოდინში და მღვრიე მორევს თავგასულად აღარ ახელებს. ფერდაკარგული მოხუცივით შემცბარა ზეცა და თავის დარდებს უხვად აბნევს მიწას უსახოს, ფიქრობს: სიცოცხლე ქვეყანაზე ებარა მზესაც, ის ხომ კვლავ მოვა უცილობლად, ყინვას უარყოფს.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი