დღეს იყო ომი


დღეს იყო ომი - მედგრად საომი,
თავდადებული გმირების ბრძოლა,
ძნელად საზომი, სულში ჩამწვდომი
პირგამეხებულ დედების გლოვა.

დღეს იყო ომი - სიმხდალის მზომი,
სიკვდილის შიშით მუდმივი ძრწოლა,
სიფრთხილით მზომი, თან განზე მდგომი
მომცრო კაცების თრთოლვა და ჟრჟოლა.

დღეს იყო ომი - იქნება ომი,
ომმა არ იცის გარჩევა ხალხის,
ამაყად მდგარის, ორ სკამზე მჯდომის,
ის არ დაინდობს არასდროს, არვის.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი