თამადობა
რომ ვაღიარო სიცოცხლე ლხინად, მე შენგან ვსწავლობ, რომ ვუთამადო გაშლილ სუფრას, უხვად გაწყობილს, გულის სურვილით ვუმასპინძლო ჩემს მეგობრებს; სულ ამას ვამბობ, რომ მე არ ვიცნობ უკეთეს ბედს, ჩემთვის განწყობილს! მე შენგან ვსწავლობ მეგობრების ცხელ გულში ჩაკვრას, უბედობის ჟამს ატაცებას სიცოცხლის თასის, თამამი სხივით გაღიმებულ თვალებით ცქერას, როდესაც მყარად გჯერა ღმერთის და მერე კაცის. უკიდეგანო სიყვარულსაც ვსწავლობ მე შენგან, რომ ღირსეულად მედგრად იღებ ტკბილს და მწარესაც, წარმავალ დღეთა გაცილებას მასწავლი ჩემგან, როცა გაუღებ მზის ამოსვლას გულს და კარებსაც.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი