მედეა


როცა ღმერთები ანტიკაში ცოდვილებს სჯიდნენ -
არ პატიობდნენ მათ შეცდომებს და თავნებობას,
ადამიანთა განსასჯელად მუდამ იცლიდნენ
და მკაცრად წყვეტდნენ კაცის დასჯას ან მფარველობას.

როდესაც ზევსი თავის რისხვას ხალხზედ ავლენდა,
არავის ჰქონდა შეწყალების მცირე შანსებიც,
თვით არტემიდა ორფეოსზე როცა გახელდა,
იქვე, მყისიერ, ორფეოსსაც გლეჯდნენ ძაღლები.

ან თავად ჰერას მრისხანება რატომ არ ეყო,
არ აპატია - პარისმა რომ ვაშლი არ მისცა,
ამ მრისხანებას შეეწირა ტროის სამეფო,
და ილიონი შეეზილა გადამწვარ მიწას.

თვით აპოლონმაც არ დაინდო კასანდრა ავად,
მის უარყოფას უპასუხა მკაცრი სასჯელით:
თვითმხილველობის ნიჭი როცა უბოძა თავად,
აკრძალა მისი ხილვის ნიჭის გამგონ-განმსჯელი.

მაგრამ ერთია მოკვდავთაგან მძიმე წარსულით,
ღმერთებმა ყველა შეცოდება რომ აპატიეს -
მედეა, შვილი აიეტის, კოლხთა ასული,
მის დასჯას მუდამ შეწყნარება როცა არჩიეს.

მას ეპატია ძმის მკვლელობა! ძმის! აფსირტოსის!
მას ეპატია პელიასის დაკეპვა ხორცად!
მას ეპატია მოსწრაფება გლავკეს სიცოცხლის,
მას ეპატია საკუთარი შვილების მოკვლაც!

მან მიაღწია თავის სურვილს, თავის საწადელს,
ყველა საქმეში, ყველასთან და უცხო ქვეყნებში,
ის გადაურჩა აურაცხელ მძიმე განსაცდელს,
გამარჯვებული ქალი იყო მის ურიცხვ მტრებში.

მედეა - ქალი და სიმბოლო უძლეველობის,
მას ყველაფერი ეპატია ღმერთებისაგან,
ის სიმბოლოა არნახული დაუსჯელობის,
ის სიმბოლოა წარმატების განგებისაგან!

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი