ოთხი დრო


ვარდების ფერი, ზეცა მზისფერი,
გამოცოცხლებულ ბუნების სუნთქვა,
ახალ იმედით ნაზად ნაფერი
გაზაფხული შლის მინდვრებზე სუფრას.

სიცხის ლივლივი, ზღვაზე ღიმილი,
გრძნობის სიშიშვლის არდარიდება,
ამბორი თბილი, დილით სიცილი,
ზაფხული მზედ რომ ამობრწყინდება.

იკრავს ფერს ვაზი, ღვინოდ ლამაზი,
აჭრელებულა საფარი მიწის,
მთაში ნავარდობს სიგრილე ნაზი,
შემოდგომაა, ეს ყველამ იცის.

ფიფქის ფანტელი, უხვად, ამდენი,
მთა-ველებს საბნად რომ ეფინება,
ცაზე მზე თეთრი, თოვლის ჩამდენი,
ზამთარში წელი ისევ იწყება.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი