ხელმწიფე


ხელმწიფე  
(მაკიაველის ნააზრევი)

როცა ხელმწიფედ ხალხმა გაკურთხა,
მაგრამ გვირგვინი დიდი აღმოჩნდა,
შენ ის მიგაჩნდა მუდამ საკუთრად,
სინამდვილე კი ავად გამოჩნდა:

გვირგვინი თვალზე ჩამოგეფხატა,
ვეღარ შესძელი თამაში როლის,
და ბრმად სამყარო რომ დაგეხატა,
სმენით ეცადე მოსმენას ყოვლის;

მაგრამ გვირგვინმა ყურიც დაგიხშო,
დაგიხშო პირიც, ვერას ამბობდი,
ყელსაბამივით მოგედო, ბრიყვო,
მონები გცემდნენ, შენ მათ ართობდი;

და ეშაფოტზე შემდგარ ხელმწიფეს
უკვე გესმოდა… გეცვალა ფერი,
ცდილობდი გეთქვა - რატომ შეგიპყრეს,
მაგრამ არავის ესმოდა შენი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი